"ვორსკლასგან ორი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით" - ანდრეი დემჩენკო » სპორტის ხაზი

"ვორსკლასგან ორი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით" - ანდრეი დემჩენკო

"ვორსკლასგან ორი გოლი სწორედ ამიტომ გავუშვით" - ანდრეი დემჩენკო
28-07-2023, 11:45
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის რიგით მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის დილა უკრაინულ ვორსკლას ესტუმრა და გასვლით შეხვედრაში 2:1 დამარცხდა.

აი, რაზე ისაუბრა ანდრეი დემჩენკომ უკრაინაში წაგების შემდეგ:

"ვორსკლა საკმაოდ ძლიერი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ისინი ფიზიკურად მშვენივრად იყვნენ მომზადებულნი და ორი გოლიც სწორედ ამიტომ გაგვიტანეს, ჩვენ ფიზიკურმა კონდიციებმა გვიმტყუნა."

"მეტოქე გუნდი აქცენტს კონტრშეტევებზე აკეთებდა და ბოლომდე ამ გეგმით ითამაშეს, რამაც საბოლოოდ მათთვის შედეგი გამოიღო."

"ახლა თავის დაბლა დახრის დრო არაა. ამ შეხვედრას გავაანალიზებთ და მომდევნო მატჩის მოსაგებად ბევრი მომენტის შექმნას შევეცდებით"
, - თქვა დემჩენკომ

ცნობისთვის, გორის დილასა და ვორსკლა პოლტავას განმეორებითი მატჩი 3 აგვისტოს 21:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი