სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის (1/8 ფინალი) განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც გორის დილამ დუნაისკა სტრედას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ქართულ გუნდს პირველი მატჩი სლოვაკეთში 2:1 ჰქონდა წაგებული, ორი შეხვედრის ჯამში კი მომდევნო ეტაპზე გავიდა, - 3:2.
ჩვენი მხრიდან გოლები გორელთა ლეგიონერებმა, ბარბადოსელმა ტიერი გეილმა და ბრაზილიელმა ალეფ სანტოსმა გაიტანეს.
ცნობისთვის, ამავე საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალში გორის დილა უკრაინულ ვორსკლა პოლტავას შეხვდება.