"მეტოქეს პირველივე წუთებიდან აგრესიულად უნდა შევუტიოთ" - ტორპედოს მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"მეტოქეს პირველივე წუთებიდან აგრესიულად უნდა შევუტიოთ" - ტორპედოს მწვრთნელი

"მეტოქეს პირველივე წუთებიდან აგრესიულად უნდა შევუტიოთ" - ტორპედოს მწვრთნელი
3-08-2023, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

დღეს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალების განმეორებითი შეხვედრები გაიმართება, საქმეში კი სამ ქართულ კლუბს ვიხილავთ: დინამო თბილისს, გორის დილასა და ქუთაისის ტორპედოს.

აი, რაზე ისაუბრა ამ უკანასკნელის მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ყაზახურ აქტობესთან მატჩამდე:

"ვფიქრობ, ყველა ხვდება, რომ პირველივე წუთებიდან შეტევაში უნდა წავიდეთ. უნდა ვირწმუნოთ, რომ ბურთის ფლობაში უპირატესობა გოლის გატანის შანსს მოგვცემს. შევეცდებით, კარში ხშირად დავარტყათ. პირველ თამაშში სასურველზე ნაკლებად აგრესიულები ვიყავით. რა თქმა უნდა, ეს აქტობეს დამსახურება იყო, რომელიც მატჩის დასაწყისიდანვე წნეხში კარგად გვაქცევდა."

"პირველი მატჩის შედეგის მიუხედავად, ბურთის ფლობა კარგი გვქონდა. არ ვამბობ, რომ ეს უმთავრესი ასპექტია, მაგრამ ეს იძლევა იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ფლობა გოლებში უნდა ავსახოთ."

"პირველ თამაშში ბურთის ფლობა თითქმის 70%-მდე გვქონდა. ამჯერად ტემპი არ უნდა დავაგდოთ და უნდა ვირწმუნოთ, რომ სათანადო რაოდენობის მომენტებს შევქმნით. პირველ მატჩში აქტობემ ერთხელ პენალტიდან გაგვიტანა, ორი გოლი კონტრშეტევებზე შეაგდო და მხოლოდ ერთი გოლი იყო დამსახურებული და შრომით მოპოვებული. ჩვენც ბევრი მომენტი გვქონდა. ამიტომ, შევეცდებით, უფრო მეტი გავიტანოთ, ვიდრე მეტოქემ"
, - თქვა ტორპედოს შოტლანდიელმა თავკაცმა

ცნობისთვის, დღევანდელი აქტობესა და ტორპედოს დაპირისპირება 20:00 საათზე გაიმართება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქუთაისელებს პირველი შეხვედრა 1:4 აქვთ წაგებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი