"მიქაუტაძის თაობაზე მოლაპარაკებებს 3 კლუბთან ვაწარმოებთ" - მეცის დირექტორი » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძის თაობაზე მოლაპარაკებებს 3 კლუბთან ვაწარმოებთ" - მეცის დირექტორი

"მიქაუტაძის თაობაზე მოლაპარაკებებს 3 კლუბთან ვაწარმოებთ" - მეცის დირექტორი
29-07-2023, 12:04
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გიორგი მიქაუტაძეს ევროპის მასშტაბით არაერთ კლუბს უკავშირებენ, რის შესახებაც მეცის დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გიორგის თაობაზე ფრანგული კლუბი მოლაპარაკებას 3 კლუბთან აწარმოებს:

"მედიაში ბევრი რამ იწერება, თუმცა არაფრის დადასტურება არ მიყვარს ხოლმე. მათ უფლება აქვთ, რომ დაწერონ ის, რაც სურთ, თუმცა ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ."

"გიორგი მიქაუტაძეზე მოკლედ ვიტყვი, რომ მოლაპარაკებებს 3 სხვადასხვა კლუბთან ვაწარმოებთ, თუმცა მათი წინადადებები ისეთი ნამდვილად არაა, როგორიც ჩვენ სინამდვილეში გვსურს"
, - თქვა პიერ დრეოსიმ

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ქართველ თავდამსხმელს ისეთ გუნდებს უკავშირებდნენ, როგორებიც ლაციო, მილანი და იუვენტუსი არიან.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი