ეჭვგარეშეა, რომ ნაპოლის ტრიუმფში უმთავრესი როლი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელმაც თავისი მოულოდნელი შტორმით მთელი სერია A წალეკა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც დამსახურებულად აიღო.
მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ კვარამ სეზონის მეორე ნახევარში მოუკლო და ისეთი ეფექტური აღარ იყო, როგორც სეზონის პირველ ნაწილში.
სწორედ ამის შესახებ დაუსვეს შეკითხვა ფაბიო კანავაროს, რომელმაც ხვიჩას მცირედი რეგრესი ასე ახსნა:
"ის ძალიან ჭკვიანი და კარგი ფეხბურთელია, სეზონის პირველ ნახევარში საოცრებები აკეთა."
"მიუხედავად ამისა, სერია A არის ჩემპიონატი, სადაც მეტოქეს ბევრს აკვირდებიან და მალე სწავლობენ. სწორედ ამიტომ უნდა დაიწყოს ახალი უნარების ათვისება კვარაცხელიამ, ეს მისთვის შესანიშნავი იქნებოდა." - თქვა კანავარომ