დღეს, ჩვენი დროით 23:45-ზე იტალიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა სან სიროზე ინტერსა და ნაპოლის შორის გაიმართება.
მატჩის წინ იტალიურ მედიაში ლეგენდარული მცველის, ფაბიო კანავაროს კომენტარი გავრცელდა, რომელიც აღნიშნულ მატჩში მხარს კვარაცხელიას ნაპოლის დაუჭერს.
დღევანდელ დაპირისპირებაში ნაპოლის შემადგენლობაში ვისურვებდი თამაშს, რადგან, მსურს, რომ ლაუტაროს შეჩერება მეცადა. ჩემი აზრით, უპირატესობა სწორედ კონტეს გუნდს ექნება. მათგან გამარჯვებას ნაკლებად ელიან, შესაბამისად, წნეხიც ნაკლებია, ეს კი მათ ფავორიტის სტატუსს ანიჭებს. გარდა ამისა, კონტეს დიდი კვალიფიკაცია აქვს, რომელიც მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.
- თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი სერია A-ს 25 ქულით ლიდერობს, ინტერი კი ნეაპოლელებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.