საბა გოგლიჩიძე ლეჩესთან მატჩში იძულებით კუნთის სპაზმური დისკომფორტის გამო შეცვალეს - Geo Team-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი თავს ცუდად არ გრძნობს.
"20 წლის მცველი საქართველოში ჩამოფრინდება და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც იქნება საბოლოო პასუხი, დაეხმარება თუ არა საბა გოგლიჩიძე ეროვნულ გუნდს ნოემბრის სანაკრებო მატჩებში", - წერია Geo Team-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, გოგლიჩიძემ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 711 წუთი გაატარა.