საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგაზე დასკვნით ორ შეხვედრას გამართავს. პირველი მატჩი უკრაინასთან შედგება, მეორე კი ჩეხეთთან.
პირველი მატჩი უკრაინასთან ბათუმში 16 ნოემბერს გაიმართება და ამ შეხვედრის შედეგი დიდწილად განსაზღვრავს თუ რამდენად ექნება საქართველოს ჯგუფის მოგების რეალური შანსი.
უკრაინა ჩვენთვის რომ დაუმარცხებელი მეტოქეა, ეს უკვე ვიცით, თუმცა კარგი ისაა, რომ სანიოლს ეს ნაკრები ფეხბურთელობის დროს ერთხელ უკვე ჰყავს დამარცხებული.
სანიოლმა უკრაინასთან გამარჯვება შორეულ 2004 წელს მოიპოვა, როცა საფრანგეთმა მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა, მას შემდეგ კი ვილის უკრაინასთან გადაკვეთა აღარ ჰქონია.