როგორც იცით, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშში პორტუგალია 2:0 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენი გუნდის კაპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა.
სწორედ მის შესახებ გამოაქვეყნა საქებარი სტატია The Athletic-მა, რომელმაც ქართველი ნახევარმცველის დადებით თვისებებს გაუსვა ხაზი:
"ანზორ მექვაბიშვილისგან პორტუგალიის წინააღმდეგ გამორჩეული ორგანიზებულობის უნარი და შესაბამისი დამოკიდებულება ვიხილეთ. მან ამის გაკეთება 8 ნომრის პოზიციაზე საუცხოოდ შეძლო, თუმცა მიუხედავად ბურთთან ერთად საკმაოდ პროდუქტიული მოქმედებებისა, ის ყველაზე მეტად გამორჩეული იყო ბრძოლისუნარიანობითა და განწყობით, რომელიც მან თამაშს შესძინა." - დაწერა გამოცემამ
ცნობისთვის, დინამო თბილისის 22 წლის ნახევარმცველმა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა პორტუგალიის წინააღმდეგ შეხვედრაში Sofascore-სგან 7.0 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.