ანზორ მექვაბიშვილი: "წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის საამაყოა" » სპორტის ხაზი

ანზორ მექვაბიშვილი: "წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის საამაყოა"

ანზორ მექვაბიშვილი:  "წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის საამაყოა"
31-12-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანმა, ანზორ მექვაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას 2022 წლის სეზონი შეაჯამა, რომელიც პირადად მისთვის და მისი გუნდისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა.

"მძიმე სეზონი გვქონდა. მიუხედავად სირთულეებისა, „დინამო“ ჩემპიონი გახდა. წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის საამაყოა და ამასთნავე, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

მიმაჩნია, რომ ეს ჯილდო არა მხოლოდ მე, არამედ „დინამო თბილისს“ ეკუთვნის, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ჩემს აღზრდაში. რა თქმა უნდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დასახელება ბევრს ნიშნავს და კარიერაში წინსვლის შანსიცაა.

ჩემი ოცნება და მიზანი კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტის მიღწევაა, რათა ნდობა გავამართლო, ამიტომ შრომას გავაგრძელებ. ახალ 2023 წელს დიდი იმედებით ველოდები."


შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი GFF Awards 2022-ზე წლის საუკეთესო ნახევარმცველების ნომინანტებში მოხვდა. ასევე ანზორს ამ წელს დებიუტი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, სადაც უკვე 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი