უკვე მეორე ჟორჟი - რიო ავეს 18 წლის ფეხბურთელი საქართველოს ასაკობრივში გამოიძახეს! » სპორტის ხაზი

უკვე მეორე ჟორჟი - რიო ავეს 18 წლის ფეხბურთელი საქართველოს ასაკობრივში გამოიძახეს!

უკვე მეორე ჟორჟი - რიო ავეს 18 წლის ფეხბურთელი საქართველოს ასაკობრივში გამოიძახეს!
1-06-2023, 11:44
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პორტუგალიური რიო ავეს 18 წლის ფეხბურთელი ჟორჟე ქარსელაძე (ქარსე) საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს.

"ჟორჟე ქარსელაძეს რიო ავეში დებიუტი ახლახანს ჰქონდა, ახლა კი ის საქართველოს 19-წლამდე ნაკრებშიც გამოიძახეს. ვულოცავთ!" - წერია პორტუგალიური გუნდის Twitter-ის გვერდზე

აღსანიშნავია, რომ 18 წლის მოთამაშეს საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები ამხანაგურ მატჩებში დააკვირდებიან, რომლებსაც ჩვენი გუნდი აზერბაიჯანისა (16 ივნისი) და ბელორუსიის (18 ივნისი) წინააღმდეგ ჩაატარებს.

ცნობისთვის, ქარსელაძე პორტუგალიაში, კერძოდ ვილა დო კონდეშია დაბადებული, თუმცა წარმომავლობით ქართველია. ის პოზიციით მარჯვენა მცველი გახლავთ, თუმცა ამავე ფლანგზე თამაში შეტევაშიც შეუძლია. ჟორჟე რიო ავეს აკადემიამ აღზარდა და მან პრაქტიკა ჯერ 19-წლამდე, შემდეგ კი 21-წლამდე გუნდში მიიღო. საბოლოოდ ჟორჟე ქარსელაძე რიო ავეს პირველ გუნდში დააწინაურეს და შანსი მისცეს, რომ პორტუგალიის ჩემპიონატში ორჯერ ეთამაშა, სადაც მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი