“რამდენიმე კვირის წინ ასეთ მომენტს არ გააფუჭებდა” - რას წერენ მედიაში კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

“რამდენიმე კვირის წინ ასეთ მომენტს არ გააფუჭებდა” - რას წერენ მედიაში კვარაცხელიაზე

“რამდენიმე კვირის წინ ასეთ მომენტს არ გააფუჭებდა” - რას წერენ მედიაში კვარაცხელიაზე
1-05-2023, 11:49
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ნეაპოლი ჩემპიონობის ზეიმისთვის მზად იყო, თუმცა “პარტენოპეიმ” ქულები მოულოდნელად დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი “სალერნიტანას” ამარცხებდნენ, სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს. შეხვედრის 87-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გამარჯვების გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გილერმო ოჩოა მასზე უკეთესი აღმოჩნდა და ქართველს არ გაატანინა.

მატჩის შემდგომ მედია “ნაპოლის” აღნიშნულ თამაშს გამოეხმაურა და ქართველი ფეხბურთელიც შეაფასა. ვნახოთ, რას წერენ ხვიჩაზე გამოცემებში.

Sport Mediaset – "თამაშში ჩართულობა არ აკლია, მაგრამ ცოტა უზუსტობამ და ოჩოას დიდებულმა შუადღემ ხელი შეუშალა. რამდენიმე კვირის წინ ის მსგავს მომენტს არ აფუჭებდა.”

Eurosport – "ერთ ნაბიჯში იყო ცაციათი ყველაფრის შეცვლასთან, შემდეგ მარჯვენა ფეხით დაარტყა, მაგრამ ოჩოამ აჯობა."

Sport.Virgilio - “ახლა ყველა ამბობს, რომ წლების წინ იცოდნენ მის შესახებ, მაგრამ როდესაც ინსინიესნაირი სენატორის ადგილის დასაკავებლად აქ ჩამოვიდა, თითქმის უცნობი იყო. ვერონასთან პირველივე მატჩში დაამტკიცა, რა შეუძლია. ცხადია, რომ ჯორჯ ბესტთან შედარება არ არის მკრეხელობა, თუ დარტყმას გააუმჯობესებს, ოქროს ბურთის მფლობელი გახდება.”

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი