გილერმო ოჩოა იტალიის ჩემპიონატში გადადის » სპორტის ხაზი

გილერმო ოჩოა იტალიის ჩემპიონატში გადადის

გილერმო ოჩოა იტალიის ჩემპიონატში გადადის
20-12-2022, 22:01
Aa Aa
გაზიარება:

მექსიკის ეროვნული ნაკრების მეკარე, გილერმო ოჩოა კარიერას სერია აში გააგრძელებს, იგი “სალერნიტანაში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და 37 წლის მეკარე ახალ გუნდთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ოჩოა 2019 წლიდან “ამერიკაში” თამაშობდა. “სალერნიტანა” მეკარესთვის მე-5 ევროპული გუნდი იქნება – აქამდე მექსიკელს “აიაჩოში”, “მალაგაში”, “გრანადასა” და “სტანდარდში” უთამაშია.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ოჩოა მექსიკის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რობერტ ლევანდოვსკის პენალტიც მოიგერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი