ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. “ნაპოლიმ” სან სიროზე მასპინძლებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ სამწვრთნელო ტაქტიკური დუელი პიოლის გამარჯვებით დასრულდა. ტრილოგიის დასკვნითი თავის მოლოდინში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები ისე წარიმართა, შეიძლება ითქვას, რომ ინტრიგა მხოლოდ ერთ წყვილში შემორჩა.
18 აპრილს “ნაპოლი” და “მილანი” დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე აპრილის თვის ტრილოგიის დასკვნითი თავის ამბებს მოგვიყვებიან და ყველა ერთად ვნახავთ, თუ როგორი სცენარით დასრულდება ჩრდილო-სამხრეთული დაპირისპირებების მოკლე პერიოდიანი დუელები, ერთდროს ისეთი, რომელსაც შავწითლებში ფრანკო ბარეზის და ცისფერ მხარეში კი დიეგო მარადონას ყოფნა, რომ ამშვენებდა.
განმეორებითი მატჩის წინ “ნაპოლისთვის” მთავარი სიახლე ვიქტორ ოსიმენის დაბრუნებაა, რომელიც სპალეტიმ სერია A-ს მატჩის განაცხადშიც შეიყვანა. “ვერონასთან” გამართულ შეხვედრაში, ნიგერიელი მოედანზე მატჩის 73-ე წუთზე გამოჩნდა.
იტალიური პრესის მოლოდინი, რომ გუნდები სერია A-ს მატჩებს გადახალისებული შემადგენლობებით ითამაშებდნენ, რეალური აღმოჩნდა. მწვრთნელებმა ლიდერებს დასვენების საშუალება მისცეს. მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, ქართველიმოედანზე მხოლოდ 64-ე წუთზე შევიდა.
ოსიმენის დაბრუნება ცხადია ნაპოლის ქომაგებისთვის სასიხარულო ა, თუმცა ამავდროულად გუნდმა ბარათების გამო ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი კიმი და ზამბო ანგისა დაკარგა. მილანი კი განმეორებით მატჩს საკადრო პრობლემის გარეშე ხვდება.
“მილანსა” და “ნაპოლის” რომ მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, ამაზე ისიფ მეტყველებს, რომ გუნდები ნახევარფინალურ სტადიასთან ერთ ნაბიჯში არიან, თუმცა სხვა ყველა კონკრეტულ დუელზე წინ, ცხადია კვარაცხელია-ლეაოს დაპირისპირება დგას.
მარცხენა შემტევების დუელი - მართლაც ყველაზე გამორჩეულია და აქვე არ შემიძლია არ გავიხსენო ლეაოს სიტყვები “პარტენოპეისთან,” სერია A-ში ბოლოს გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც პორტუგალიელმა და ქართველმა ფეხბურთელებმა მაისურები გაცვალეს და ერთმანეთს ძალიან თბილად დაემშვიდობნენ.
რაფაელ ლეაო: “მე კვარაცხელიას ფანი ვარ და სწორედ ამიტომ მსურდა მისთვის მაისურის გაცვლა.”
მილანური მატჩის შეფასებების მიხედვით კვარაცხელია საკუთარ გუნდში საუკუთესოდ მიიჩნეს, რასაც ვერ ვიტყვით რაფაელ ლეაოზე, რომელმაც ცხადია გუნდური სამუშაო მშვენივრად შეასრულა, თუმცა შეტევაში აქტიურობით მას ქართველი ფეხბურთელი ნამდვილად აღემატებოდა.
წარმატებული დრიბლინგები მილანურ შეხვედრაში: ლეაო 5-6 კვარაცხელია
დრიბლინგების რაოდენობით ქართველი ფეხბურთელი საერთოდ მეოთხედფინალურ სტადიაზე საუკეთესო გახლდათ: ხვიჩა კვარაცხელია (6), რაფაელ ლეაო (5), ვინიციუს ჯუნიორი (4) და კინგსლი კომანი (4).
ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარი მილანურ მატჩში: 6 წარმატებული დრიბლინგი, 2 დარტყმა (1 ზუსტი), 2 მნიშვნელოვანი გადაცემა და 3 მოგებული ორთაბრძოლა.
ხვალინდელ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში, რომელში მონაწილეობას ვიქტორ ოსიმენიც მიიღებს, თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ორივე გუნდისთვის 18 აპრილი ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზრ მნიშვნელოვანი თარიღი იქნება. “როსონერი” ლიგაზე ძველ ეშელონებს ნელ-ნელა უბრუნდება, სპალეტის შეგირდები კი შეეცდებიან, რომ თავიანთი გუნდის ისტორიაში ეს წელი ოქროს ასოებით ჩაწერონ.