"სპალეტიმ კონტეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს" | იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"სპალეტიმ კონტეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს" | იტალიელი ჟურნალისტი

"სპალეტიმ კონტეს შეცდომა არ უნდა გაიმეოროს" | იტალიელი ჟურნალისტი
16-02-2023, 20:40
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფრანკო ორდინიმ ნაპოლის ამჟამინდელ გუნდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუჩანო სპალეტიმ ანტონიო კონტეს წლების წინ დაშვებული შეცდომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიმეოროს:

"ჩემთვის ძალიან საინტერესოა ის, თუ რამდენ ქულას მოაგროვებს ნაპოლი მიმდინარე იტალიის ჩემპიონატში. დიდი სურვილი მაქვს, რომ სპალეტიმ კონტეს შეცდომა არ გაიმეოროს, რომელიც ანტონიომ მაშინ დაუშვა, როდესაც ის ტურინის იუვენტუსს წვრთნიდა. იმ პერიოდში კონტე და მისი შეგირდები მთლიანად შიდა ჩემპიონატზე გადაეწყვნენ და ევროტურნირი ბოლომდე დააიგნორეს, არადა ევროპა ლიგის ფინალი სწორედ მათ სტადიონზე იმართებოდა და სეზონის გაცილებით პრესტიჟულად დასრულება შეიძლებოდა." - თქვა ფრანკო ორდინიმ

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტე ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგაში, კერძოდ ტოტენჰემში მუშაობს და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მილანს უპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი