სპალეტის "შიშით", არაფერი თქვა - ტომას ტუხელის კომენტარი ოსიმენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

სპალეტის "შიშით", არაფერი თქვა - ტომას ტუხელის კომენტარი ოსიმენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე

სპალეტის "შიშით", არაფერი თქვა - ტომას ტუხელის კომენტარი ოსიმენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე
15-04-2023, 12:42
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რობერტ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა აქვს - პოლონელის წასვლიდან მალევე, ეს როლი ჩუპო მოტინგმა შეითავსა და საკმაოდ წარმატებულადაც, თუმცა 34 წლის კამერუნელი ბოლო პერიოდია ტრავმიანობას უჩივის.

ამ მომენტში, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის სახელს ბაიერნს აქტიურად უკავშირებენ და ბევრი სანდო წყარო ვარაუდობს, რომ რეკორდმაისტერი მზად არის ნაპოლის შემტევში დიდი თანხაც გადაიხადოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ტომას ტუხელს ოსიმენის ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხეს, რაზეც გერმანელმა სპეციალისტმა შეიძლება ითქვას, არ ისაუბრა.

"ამ ტრანსფერის შესახებ საკუთარი მოსაზრება ცხადია გამაჩნია, მაგრამ ვიცი ყოველივე ეს როგორ მუშაობს - თუ რამეს ვიტყვი, ხმა იტალიაშიც გავრცელდება და ჩემი კოლეგა (ლუჩანო სპალეტი) იტყვის: "თომას, პირი რატომ არ დახურე?!" - სწორედ ამიტომ, სხვა კლუბის ფეხბურთელებზე საუბარს არ ვაპირებ.", - განაცხადა ტუხელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი