ჰარი კეინი ბაიერნს კიდევ უფრო მიუახლოვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანელი საფეხბურთო აგენტი? » სპორტის ხაზი

ჰარი კეინი ბაიერნს კიდევ უფრო მიუახლოვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანელი საფეხბურთო აგენტი?

ჰარი კეინი ბაიერნს კიდევ უფრო მიუახლოვდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანელი საფეხბურთო აგენტი?
9-11-2022, 14:19
Aa Aa
გაზიარება:

ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბაიერნს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა შეექმნა, მართალია, ბოლო მატჩებში ეს როლი საკუთარ თავზე ჩუპო-მოტინგმა ითავა, თუმცა კლუბი კვლავ ტოპ მოთამაშის ძიებაშია.

გერმანულ მედიაში, ჰარი კეინის ბაიერნში შესაძლო ტრასნფერზე ყოველდღიურად იწერება, დღეს კი ახალი ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ჰარი კეინი ბაიერნის მთავარ სამიზნედ იქცა.

"ბაიერნი "გადარეულია" ჰარი კეინზე და დიდი მოთამაშის შესაძენად ემზადება - მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მათი მთავარი სამიზნე ინგლისელი ფორვარდი იქნება", - ინფორმაციას ბრიტანელი საფეხბურთო აგენტი ჰაიდნ დოჯი ავრცელებს.

ცნობისთვის, ჰარი კეინმა ტოტენჰემთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე შეაჩერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.