დავიდე კალაბრია: “კვარაცხელიასთან დაპირისპირება სასიამოვნოა” » სპორტის ხაზი

დავიდე კალაბრია: “კვარაცხელიასთან დაპირისპირება სასიამოვნოა”

დავიდე კალაბრია: “კვარაცხელიასთან დაპირისპირება სასიამოვნოა”
13-04-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

“მილანისა” და “ნაპოლის” მატჩის დასრულების შემდგომ დავიდე კალაბრიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა. “როსონერის” კაპიტანმა მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიასთან დუელზეც დააფიქსირა კომენტარი:

“ეს იყო დაძაბული მატჩი, ბევრი მომენტით. ჩვენ ამ ყველაფერს ველოდით. ქომაგები ძალიან დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, გამარჯვება დამსახურებული იყო. ჩვენ ამისთვის ვითამაშებთ ნეაპოლშიც, ჯერ ყველაფერი წინ არის.

კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაში სტიმულს მაძლევს, მასთან დაპირისპირება სასიამოვნოა. იმედი მაქვს, რომ განმეორებით შეხვედრაშიც ასე იქნება.

ჯერ არაფერი დასრულებულა, ვიცით როგორია ისეთ სტადიონზე თამაში, როგორიც ნეაპოლშია. როგორი ქომაგები ჰყავთ მათ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი