პანუჩი: "ლეაუს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ხვიჩას" » სპორტის ხაზი

პანუჩი: "ლეაუს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ხვიჩას"

პანუჩი: "ლეაუს უფრო მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ხვიჩას"
11-04-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა იტალიელმა მოთამაშემ, კრისტიან პანუჩიმ, რომელიც თავის დროზე "რეალის," "მილანისა" და "ინტერის" ღირსებას იცავდა, ჩემპიონთა ლიგის აწუკვე კარს მომდგარ იტალიურ მეოთხედფინალზე ისაუბრა. მან "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირებაში თავის ფავორიტზე გაამახვილა ყურადრება.

"ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში მილანი გავა და ამაში უდიდეს წვლილს ოლივიე ჟირუ შეიტანს. ჩემპიონთა ლიგის მატჩები ჩემპიონატის შეხვედრებისგან ძალიან განსხვავდება. როსონერი ნაპოლისთან დიდი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა.

რაც შეეხება ლეაოს და კვარას შედარებას, მე პორტუგალიელს ვირჩევ, რადგან მას გუნდისთვის უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ხვიჩას. როდესაც პორტუგალიელი ბრწყინავს, იგი ამ მომენტში მთელ გუნდს იყოლიებს.

კიმსა და ტომორის შორის არჩევანს სამხრეთკორეელზე გავაკეთებ. ბენასერი თუ ლობოტკა? ალჟირელი ფეხბურთელი აღმაფრთოვანებს, მას არასდროს ეშინია. პარტენოპეისთან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა" - განაცხადა ყოფილმა მცველმა.

"ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება 12 აპრილს 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი