დიეგო მილიტო: “ნაპოლი ლიდერია, მაგრამ…” » სპორტის ხაზი

დიეგო მილიტო: “ნაპოლი ლიდერია, მაგრამ…”

დიეგო მილიტო: “ნაპოლი ლიდერია, მაგრამ…”
10-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ყოფილმა არგენტინელმა მოთამაშემ, დიეგო მილიტომ, რომელიც თავის დროზე მილანის “ინტერის” ღირსებას იცავდა, “ნაპოლისა” და იმ უპირატესობაზე ისაუბრა, რომელიც “პარტენოპეის” სერია A-ში აქვს.

“ნაპოლი ერთადერთი გუნდია, რომელმაც სტაბილურობა შეინარჩუნა და სხვებთან შედარებით გაიქცა, მსგავსი სხვაობა ლიდერსა და მდევრებს შორის დიდი ხანია არ გვინახავს. საჩემპიონო რბოლა დასრულებულია? ფეხბურთში ყველაფერი და ყველაფრის საპირისპირო ვნახე. რა თქმა უნდა, 15 ქულა ბევრია, სხვებისთვის ნაპოლის დაწევა ადვილი არ იქნება, თანაც, ნაპოლიმ აჩვენა, რომ ძალიან თავდაჯერებულია” - განაცხადა მილიტომ.

სამხრეთიტალიური კლუბი იტალიის ჩემპიონატს 65 ქულით ლიდერობს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი