ოსიმენი და სიმეონე “მილანთან” პირველ მატჩს გამოტოვებენ » სპორტის ხაზი

ოსიმენი და სიმეონე “მილანთან” პირველ მატჩს გამოტოვებენ

ოსიმენი და სიმეონე “მილანთან” პირველ მატჩს გამოტოვებენ
9-04-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დადასტურდა, რომ ვიქტორ ოსიმენი “მილანთან” 12 აპრილს ვერ ითამაშებს. Il Mattino გვამცნობს, რომ არსებობს საშიშროება ტრავმის რეციდივისა, შესაბამისად, გუნდი მთავარ მწვრთნელს, ლუჩიანო სპალეტის გარისკვა არ უნდა.

“პარტენოპეის” კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა. ზემოთაღნიშნული წყაროს ცნობით, ჯოვანი სიმეონე 2-3 კვირა იუქმებს, ამ ყოველივეს მიზეზი კი კუნთის დაზიანებაა. შესაბამისად, იგი მეოთხედფინალური დუელის ორივე შეხვედრაში “ნაპოლის” ვერ დაეხმარება.

კითხვისნიშნის ქვეშ დგას ჯაკომო რასპადორის თამაშიც. აღნიშნული მიზეზით ე.წ ცხრიანზე მედიის ნაწილი ქართველ შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიასაც კი მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიური მეოთხედფინალის პირველი დაპირისპირება 12 აპრილს, 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი