იქნება თუ არა ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში? - პასუხს dello Sport-ისგან ვიგებთ » სპორტის ხაზი

იქნება თუ არა ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში? - პასუხს dello Sport-ისგან ვიგებთ

იქნება თუ არა ოსიმენი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში? - პასუხს dello Sport-ისგან ვიგებთ
8-04-2023, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სტეფანო პიოლის მილანს შეხვდება. ამ დუელის პირველი მატჩი 12 აპრილს სან სიროზე გაიმართება.

საჩემპიონთალიგო შეხვედრისთვის ნაპოლის რამდენიმე ფეხბურთელი დააკლდება, მაგრამ იქნება თუ არა ამ სიაში ვიქტორ ოსიმენი, ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-მა დაწერა:

"ვიქტორ ოსიმენი გუნდს დაუბრუნდა და მილანთან გასამართი შეხვედრის განაცხადში მოხვდება." - დაწერა იტალიურმა გაზეთმა

დიდია იმის შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი ჯოვანი სიმეონემ გამოტოვოს, რომელმაც ლეჩესთან შეხვედრაში მუხლის არეში დაზიანება მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი