მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების და პოლონური ლეხ პოზნანის შემტევს, გიორგი წიტაიშვილის ბოლო პერიოდში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ 22 წლის ფეხბურთელს ტრავმა არ აწუხებს.
წიტაიშვილის მდგომარეობაზე ახალ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გიორგი წიტაიშვილი პოზნანის ლეხის მთავარ მწვრთნელს სამატჩო განაცხადებში აღარ შეყავს, ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და არაფერი აწუხებს.
მეორე წრეში 22 წლის ნახევარმცველს სათამაშო დრო საერთოდ აღარ ეძლევა. გიორგი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს და ლეხ პოზნანის მე-2 გუნდში თამაშობს.
ეს წიტაიშვილის სურვილიდან გამომდინარეა, რადგან სურს ზაფხულში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მაქსიმალურად მოემზადოს. ფეხბურთელს ესმის, რომ ამ ვითარებაში, ივნისში ეროვნულ ნაკრებში მისი გამოძახების შანსი ძალიან მცირეა.
Geo Team-ის ინფორმაციით, იანვარში, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გიორგი წიტაიშვილი შეხვდა გუნდის მწვრთნელს, ხელმძღვანელებს და აცნობა, რომ 2 გუნდის ვარიანტი ჰქონდა და მზად იყვნენ, საიჯარო ხელშეკრულების დარღვევის საფასურიც გადაეხადათ, თუმცა ქართველი არ გაუშვეს და უთხრეს: "გვჭირდები!"
ბოლო თვეების განმავლობაში გიორგი წიტაიშვილს და ლეხ პოზნანის მთავარ მწვრთნელს შორის კომუნიკაცია ერთხელაც არ შემდგარა, რათა მწვრთნელს აეხსნა, იყო თუ არა რამით უკმაყოფილო ქართველი ფეხბურთელის მოქმედებებით. მას ვარჯიშებზე სამწვრთნელო შტაბი ყურადღებასაც არ აქცევს", - ვკითხულობთ Geo Team-ის განცხადებაში.