მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არა არის გამორიცხული, რომ ლიონელ მესი კრიშტიანუ რონალდუს გზას გაუყვეს და საუდის არაბეთის ჩემპიონატში შეაბიჯოს.
ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც არგენტინელი ლეგენდის გარშემო ხდება, ყოველივე ზემოთაღნიშნული არცთუ ისე ულოგიკოა. “პსჟ-ის” ქომაგები მესის თამაშით უკმაყოფილოები არიან, მას უსტვენენ კიდეც, კლუბის ხელმძღვანელობა კი მზადაა, რომ ფეხბურთელს ანაზღაურება შეუმციროს. ამ ყველაფრის ფონზე ნათელი ეფინება იმ ფაქტს, რომ ლეო სეზონის ბოლოს პარიზული კლუბის კარს მოიჯახუნებს.
“ალ ჰილალმა” 35 წლის მოთამაშეს კოლოსალური ხელფასი შესთავაზა - 400 მილიონი ევრო წელიწადში. ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.