ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ იაპონიის გრანპრი მოიგეს » სპორტის ხაზი

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ იაპონიის გრანპრი მოიგეს

ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ იაპონიის გრანპრი მოიგეს
9-11-2024, 18:16
Aa Aa
გაზიარება:

ფიგურული სრიალის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით იაპონიაში მორიგი გრანპრი გაიმართა, სადაც საქართველომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წევრებმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ სპორტულ წყვილებში ჯამურად 213.05 ქულა დააგროვეს და ოქროს მედლები დაიმსახურეს.

ქართულმა დუეტმა მასპინძელი იაპონელები, რიკუ მიურა და რიუჩი კაჰარა ჩამოიტოვეს, რომლებიც სტატუსიდან გამომდინარე ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

აღსანიშნავია, რომ იაპონელებმა უკანასკნელ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები აიღეს, მსოფლიოს ბოლო 3 ჩემპიონატზე კი 1 ოქროს და 2 ვერცხლს დასჯერდნენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი