"ამ საკითხში თავი არ უნდა მოვიტყუოთ" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ამ საკითხში თავი არ უნდა მოვიტყუოთ" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია

"ამ საკითხში თავი არ უნდა მოვიტყუოთ" - ლუჩანო სპალეტის პრესკონფერენცია
1-04-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შეხვედრაში ნაპოლი მილანს უმასპინძლებს და შეეცდება, რომ მოპოვებული ლიდერის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყაროს.

ამ შეხვედრის წინ, პრესკონფერენცია გამართა ლუჩანო სპალეტიმ, რომელმაც მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა:

"ვიქტორ ოსიმენის დანაკლისი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ამაში თავის მოტყუებას არ ვაპირებთ, რადგან უკეთესია სიმართლეს თვალს მუდმივად უსწორებდე. მიუხედავად ამისა, მისი ჩანაცვლება აქამდე შევძელით, რაც თავად პიოლიმაც აღნიშნა. რაც შეეხება ჯოვანი სიმეონეს, მას ვენდობით, რადგან ჩვენს სათამაშო სტილს კარგად ერგება და შანსებს მუდმივად იყენებს, ის მაღალი დონის ფეხბურთელია."

"რა თქმა უნდა, ჩვენივე თავების გვჯერა და თავდაჯერება არ გვაკლია, თუმცა მილანი ის გუნდია, რომელთანაც სამივე შედეგს უნდა ელოდო. ისინი ახლა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან, გზად კი ლონდონის ტოტენჰემი დაამარცხეს, ეს იოლი სულაც არაა და მხოლოდ მათ მაღალ კლასზე მეტყველებს."

"თანამედროვე ფეხბურთი თავდამსხმელებისგან მობილურობასა და მრავალფუნქციურობას მოითხოვს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიამ ატალანტასთან საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს გუნდის საერთო გარჯა, რამაც კვარას მომენტი შეუქმნა."
- ლუჩანო სპალეტი

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელი შეხვედრა ჩვენი დროით 22:45-ზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი