მილანთან მატჩის წინ - ნაპოლის გუნდის ლიდერი გამოაკლდა » სპორტის ხაზი

მილანთან მატჩის წინ - ნაპოლის გუნდის ლიდერი გამოაკლდა

მილანთან მატჩის წინ - ნაპოლის გუნდის ლიდერი გამოაკლდა
31-03-2023, 16:29
Aa Aa
გაზიარება:

კვირას, თბილისის დროით 22:45 საათზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი საკუთარ მოედანზე მილანს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტრავმის გამო ლუჩანო სპალეტის გუნდს ვიქტორ ოსიმენი დააკლდება, რომელიც ხვიჩასთან ერთად მიმდინარე სეზონში ნაპოლის მთავარი დამრტყმელი ძალაა.

როგორც იწერება, 24 წლის ნიგერიელ ფორვარდს საზარდულის ტრავმა აქვს და უცნობია, როდის დაუბრუნდება მოედანს.

ცნობისთვის, ნაპოლი იტალიის სერია ა-ს 71 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს 19 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი