ვარსკვლავების მატჩი | ხვიჩა კვარაცხელია რაფაელ ლეაოს პირველად შეხვდება » სპორტის ხაზი

ვარსკვლავების მატჩი | ხვიჩა კვარაცხელია რაფაელ ლეაოს პირველად შეხვდება

ვარსკვლავების მატჩი | ხვიჩა კვარაცხელია რაფაელ ლეაოს პირველად შეხვდება
1-04-2023, 20:27
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში ნაპოლი მილანს უმასპინძლებს, ეს შეხვედრა კვირას, 22:45-ზე გაიმართება.

ამავე ქვეყნის სპორტული მედია (Corriere dello Sport, Sempremilan) ნაპოლისა და მილანის შეხვედრას ერთი ფაქტორით გამოარჩევს, - ხვიჩა კვარაცხელია და რაფაელ ლეაო ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდებიან. როგორც გახსოვთ, სპალეტისა და პიოლის გუნდებმა ერთმანეთთან უკვე ითამაშეს, თუმცა იმ შეხვედრაში პორტუგალიელი ფეხბურთელი დისკვალიფიცირებული იყო.

"პორტუგალიელი და ქართველი სუპერვარსკვლავები თავიანთი გუნდების კამპანიათა მთავარი წევრები არიან, თუმცა მათი სეზონები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ეს წელი ხვიჩა კვარაცხელიას ეკუთვნის, რომელსაც ყველა ტურნირზე 14 გოლი და 14 საგოლე პასი აქვს, რაფაელ ლეაო კი შარშანდელ სეზონთან შედარებით უფრო მკრთალად გამოიყურება, ისევე როგორც მისი მილანი."

"ნაპოლისა და მილანის დაპირისპირება უპრეცენდენტო შოუს გვპირდება, რომლის მთავარი შემოქმედიც ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს დუეტი უნდა იყოს."
- წერენ იტალიურ მედიაში

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 71 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ლაციოს 19 ქულით უსწრებს. რაც შეეხება სტეფანო პიოლის გუნდს, ისინი მე-4 ადგილზე 48 ქულით არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი