პიოლი: “ნაპოლი ძლიერია, მაგრამ არა სრულყოფილი” » სპორტის ხაზი

პიოლი: “ნაპოლი ძლიერია, მაგრამ არა სრულყოფილი”

პიოლი: “ნაპოლი ძლიერია, მაგრამ არა სრულყოფილი”
31-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ “ნაპოლისთან” მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა. “პარტენოპეი” “როსონერის” კვირას სერია A-ს მატჩსა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდება.

“კვირას ჩემპიონატის მატჩი იქნება, ჩემპიონთა ლიგაზე კი სულ სხვანაირი შეხვედრები გველოდება. ნაპოლი სერია A-ში ფანტასტიკურად თამაშობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა. ტურნირზე შემორჩენილი 8-ვე გუნდი ძლიერია, ყველასთვის იქნება სირთულეები, მაგრამ იქ თამაში ასევე იქნება დიდი სტიმული და მოტივაცია, რომ კარგად გამოვიდეთ.

ნაპოლიმ ძალა და ხარისხი გვაჩვენა, დიდი გუნდისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს, მაგრამ არავინაა სრულყოფილი და დაუმარცხებელი” - განაცხადა მილანური კლუბის თავკაცმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი