იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მაგარი ფეხბურთელი გახდება, თუ ამას გაითვალისწინებს" » სპორტის ხაზი

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მაგარი ფეხბურთელი გახდება, თუ ამას გაითვალისწინებს"

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მაგარი ფეხბურთელი გახდება, თუ ამას გაითვალისწინებს"
30-09-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

Corriere dello Sport - ის ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მაროლდამ Televomero - თან მიცემულ ინტერვიუში ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა:

"კვარაცხელია დიდი ფეხბურთელი დადგება, თუ გაიაზრებს იმას, რომ დრიბლინგის შესრულების შემდეგ პასის გაკეთება აუცილებელია. მეტოქის ერთი ფეხბურთელის ჩამოშორების შემდეგ, მეორე და მესამე ფეხბურთელის მოტყუება უკვე ძალიან რთულია. ასეთ შემთხვევაში, მან მხოლოდ პასზე უნდა იფიქროს" - განაცხადა ფრანჩესკო მაროლდამ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩას "ნაპოლი" სერია ა-ს მერვე ტურში "ტორინოს" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი