იტალიელი ჟურნალისტი, მარიკა ფრუსკიო, ერთ-ერთი საფეხბურთო გადაცემის წამყვანია. მან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ აღტაცება ვერ დამალა.
“ხვიჩა? მას დიდი მომავალი აქვს. თამამად ვიტყოდი რომ მან ინსინიე წარმატებით შეცვალა. ვფიქრობ კვარაცხელია კიდევ უფრო განვითარდება და ნაპოლისთვის უპირობო ლიდერი გახდება. ყველამ ვნახეთ მოედანზე რისი გაკეთება შეუძლია, ლივერპულის მცველები გააქრო” – აცხადებს მარიკა.