"ბრწყინვალე მოთამაშეა, თუმცა..", - ნაპოლის მეკარემ კვარაცხელიაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ბრწყინვალე მოთამაშეა, თუმცა..", - ნაპოლის მეკარემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

"ბრწყინვალე მოთამაშეა, თუმცა..", - ნაპოლის მეკარემ კვარაცხელიაზე ისაუბრა
16-09-2022, 21:20
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მეკარე ალექს მერეტი Radio Kiss Kiss-ის სტუმარი იყო, სადაც ვრცელ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

იტალიელი მეკარე ქართველი ტალანტის თამაშით მოხიბლულია, თუმცა დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას უკეთესად თამაშიც შეუძლია.

"კარგი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი თვისებები აქვს - გასაოცარი დრიბლინგი.

თუმცა, ვფიქრობ, რომ კიდევ ბევრად მომატება და კარგად ათამაშება შეუძლია. როცა მას აქვს ბურთი, მისი შეჩერება ძნელია.

მას შუძლია, რომ დაცვაშიც დაგვეხმაროს - იმედი მაქვს, რომ ასე გააგრძელებს, რადგან საოცრებებს აკეთებს, ბრწყინვალე ფეხბურთელია.
"

ცნობისთვის, ხვიჩამ ნაპოლის მაისურით ჯამში ყველა ტურნირზე 8 მატჩი გამართა, სადაც თავის გამოჩენა 4 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი