როგორც მოგეხსენებათ, 12 მარტს პიოტრ იანი და მერაბ დვალიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ქართველმა გუშინ უკვე გამართა პრესკონფერენცია, დღეს კი რუსმა ისაუბრა.
“ ფაქტი, რომ ალჯამეინ სტერლინგმა ჩემთან ორი ბრძოლა ჩაატარა, მათ გუნდს უპირატესობას არ აძლევს, რადგან მეც ვიცი, მერაბი რას გააკეთებს. ის აუცილებლად უნდა დავამარცხო. მოგება ძალიან მჭირდება, რათა ტიტულის მფლობელებს შორის დავბრუნდე. ტოპ 5-ში ყველა დაკავებული იყო, სხვა არჩევანი არ მქონდა და ამიტომ დავთანხმდი მასთან ჩხუბს. ვფიქრობ, ახლა კარგი დროა მის საცემრად. მე ჩხუბის დასრულება ყოველთვის ნაადრევად მსურს. არ მინდა, ჩემი ბედი მსაჯებს მივანდო, ჩემი მიზანი მერაბის დაფინიშებაა.
დვალიშვილი ბრძოლის წინ პოლიტიკურ და პირად საკითხებზე იმიტომ საუბრობს, რომ სხვა შემოსათავაზებელი არაფერი აქვს. მისი ბრძოლები საინტერესო არაა და ყურადღების მიპყრობას სხვა გზებით ცდილობს. შეხედეთ, როგორ ჩხუბობს, როგორც ძაღლი იჭერს პირით ხორცს და ცდილობს, ჩაებღაუჭოს, მეტი არაფერი, ზუსტად ასეთივე სტილი აქვს მას. ამიტომაც არის, რომ არავის აინტერესებს” - განაცხადა რუსმა სპორტსმენმა.