როგორ გამოეხმაურა დვალიშვილის ქმედებას ცნობილი გამოცემა » სპორტის ხაზი

როგორ გამოეხმაურა დვალიშვილის ქმედებას ცნობილი გამოცემა

როგორ გამოეხმაურა დვალიშვილის ქმედებას ცნობილი გამოცემა
11-02-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

Calfkicker-ი ცნობილი ვებგვერდია, რომელიც MMA-ის სიახლეებს გვამცნობს. მათი ინტერესის ობიექტი ამჯერად ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი აღმოჩნდა. Calfkicker-ი მერაბის ტატუს გამოეხმაურა.

როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილს პიოტრ იანთან შეხვედრაში ქართველს საქართველოს დროშის ატრიბუტიკის ტარება აუკრძალეს, მებრძოლმა კი ჩვენი ქვეყნის დროშა სვირინგად დაიტოვა.

“მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში წამყვან პოზიციას იკავებს, მაგრამ ორგანიზაციის პოლიტიკით კმაყოფილი არაა. UFC-ი მებრძოლებს იმის უფლებასაც არ აძლევს, რომ ოქტაგონზე დროშასთან მიმსგავსებული რამე გაიტანონ და ყველა გააფრთხილა, რომ თუ წესებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან. ამის გამო, ორგანიზაცია გილბერტ ბერნსმა და სოდიქ იუსუფმა გააკრიტიკეს.

როგორც ჩანს ყელსაბამის ტარება არ შეიძლება და მერაბმა გამოსავალს მიაგნო. მან საკუთარი ქვეყნის დროშა და რუკა ამოისვირინგა. თითქმის იგივე გააკეთა, რაც გილბერტ ბერნსმა, რომელიც ბრაზილიის დროშით გაწყობილ პიჯაკში გამოვიდა.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.