ხვიჩას იტალიელი აგენტი: "იცით სად ცხოვრობს კვარაცხელია"? » სპორტის ხაზი

ხვიჩას იტალიელი აგენტი: "იცით სად ცხოვრობს კვარაცხელია"?

ხვიჩას იტალიელი აგენტი: "იცით სად ცხოვრობს კვარაცხელია"?
25-09-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიელმა აგენტმა, ჯოვანი დი ნარდომ რადიო Kiss Kiss სიხშირეზე, 21 წლის შემტევის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:

"ის ძალიან კმაყოფილია ნეაპოლში მიღებული გამოცდილებით. ჩვენმა გარემოცვამ ძალიან კარგი საქმე გააკეთა, რომ ხვიჩა ნეაპოლში ჩამოყვანაზე იმუშავა, რომელიც რაღაცნაირად ჰგავს საქართველოს.

აქ კვარა ყველას უყვარს. არიან გულშემატკივრები, რომლებიც მის გამო იტალიაში ჩამოდიან. ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღი პრინციპების მქონე ბიჭზე, სერიოზულ და თავაზიანზე.

იცით სად ცხოვრობს კვარაცხელია? Castel Volturno-ს სპორტულ ცენტრთან ახლოს, ის მის ხასიათს ადასტურებს. კვარას უყვარს იტალიური სამზარეულო, უყვარს ზღვა და უყვარს პოზილიპო. უყვარს იტალიური სამზარეულო, თუმცა რეკომენდაციას უწევდა თავისი ქვეყნის სამზარეულოს, რომელიც მართლაც შესანიშნავია." - განაცხადა ჯოვანიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი