მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ტომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა, გერმანელმა შემტევმა გავრცელებული ინფორმაციები დღევანდელ პრესკონფერენციაზე უარყო და მეტიც, დაადასტურა, რომ სანაკრებო კარიერას კვლავ გააგრძელებს:
"კოსტა რიკასთან თამაშის შემდეგ ემოციური ვიყავი, ეს იყო სევდიანი მომენტი - ამაზე ვფიქრობდი და აზრები გავცვალე ჰანს ფლიკთან. სანამ პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, მე ყოველთვის ხელმისაწვდომი ვიქნები ეროვნული ნაკრებისთვის.
მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს როდის, სად და როგორ გამომიძახებს. მისი მიზანი წარმატების მიღწევაა. ჰანს ბევრი ვარიანტი აქვს შეტევაში, კარგად დასვენებული ვარ და როცა მწვრთნელს დავჭირდები, მუდამ ნაკრებში ვიქნები", - განაცხადა მიულერმა.