ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენები მსოფლიოში » სპორტის ხაზი

ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენები მსოფლიოში

ყველაზე ანაზღაურებადი სპორტსმენები მსოფლიოში
22-09-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

ასტრონომიული ხელფასები, რეკლამები, სპონსორები, ბიზნესები და ასე შემდეგ. თანამედროვე სპორტში ფულის ძალიან დიდი მასა ტრიალებს, საიდანაც სარგებელს როგორც მისი გამცემი, ასევე მიმღები ნახულობს.

საინტერესოა, იმ სპორტსმენთა ხუთეული, რომლებიც უკანასკნელი მონაცემებით ყველაზე დიდ შემოსავალს იღებენ სპონსორებისგან:

მე-5 და მე-4 ადგილს, ფეხბურთში ბოლო დეკადის ორი საუკეთესო მოთამაშე, კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი იკავებენ, რომლებიც წელს 55 მილიონ დოლარს მიიღებენ.

მე-3 პოზიციაზეა გოლფის ლეგენდა ტაიგერ ვუდსი, რომელიც კრიშტიანუსა და მესიზე 13 მილიონით მეტს მიიღებს.

მე-2 ადგილს იკავებს კალათბურთის ერთ-ერთი მთავარი სახე და ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი, ის 80 მილიონს მიიღებს.

ხოლო რაც შეეხება პირველ ადგილს, მას ვეტერანი როჯერ ფედერერი იკავებს, რომელიც ჯამურად 90 მილიონ დოლარს მიიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი