"ვფიქრობ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა" - როჯერ ფედერერი არგენტინელზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა" - როჯერ ფედერერი არგენტინელზე საუბრობს

"ვფიქრობ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა" - როჯერ ფედერერი არგენტინელზე საუბრობს
19-09-2022, 14:51
Aa Aa
გაზიარება:

ჩოგბურთის ლეგენდამ, როჯერ ფედერერმა უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში არგენტინელ ფეხბურთელზე, ლეონელ მესიზე ისაუბრა და განაცხადა:

"ვფიქრობ, რომ მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მისი თამაშის ყურება მსიამოვნებს და იმედს ვიტოვებ, რომ ერთ დღესაც არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონატს აუცილებლად მოიგებს" - განაცხადა შვეიცარიელმა სპორტსმენმა.

35 წლის ფეხბურთელი 2014 წელს ძალიან ახლოს იყო მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან, როდესაც არგენტინის ეროვნული ნაკრები ფინალში გერმანიასთან დამარცხდა მინიმალური ანგარიშით 1-0.

მესი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე დიდი ალბათობით ბოლოჯერ იასპარეზებს, რომელიც სტარტს ორ თვეში აიღებს. ჩემპიონატი 20 ნოემბერს მასპინძელი ქვეყნის, ყატარის და ეკუადორის შეხვედრით გაიხსნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი