კევინ დე ბრუინი "პრემიერ ლიგაში" შეუჩერებელია » სპორტის ხაზი

კევინ დე ბრუინი "პრემიერ ლიგაში" შეუჩერებელია

კევინ დე ბრუინი "პრემიერ ლიგაში" შეუჩერებელია
20-09-2022, 21:59
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დეკადის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი "პრემიერ ლიგაში" შეუჩერებელია.

უკანასკნელი მონაცემებით, 31 წლის მოთამაშეს პირველი პოზიცია ოთხ სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემში უჭირავს.

"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელი ლიდერობს იმ მოთამაშეების სიას, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში შექმნილ შანსებს ითვლის. გარდა ამისა, კევინ დე ბრუინს ყველაზე მეტი დიდი შანსი აქვს შექმნილი. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ დე ბრუინი პირველ ადგილზე იმყოფება მოსალოდნელი საგოლე გადაცემების შექმნის თვალსაზრისითაც. ამ ყველაფრის ფონზე, ალბათ ლოგიკურია ისიც, რომ ბელგიელ სუპერვარსკვლავს "პრემიერ ლიგის" 2022/2023 წლის სეზონში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი