"მე და გურამი ერთმანეთს ვაძლიერებთ" | ხამზატ ჩიმაევი ქუთათელაძეზე » სპორტის ხაზი

"მე და გურამი ერთმანეთს ვაძლიერებთ" | ხამზატ ჩიმაევი ქუთათელაძეზე

"მე და გურამი ერთმანეთს ვაძლიერებთ" | ხამზატ ჩიმაევი ქუთათელაძეზე
28-12-2022, 21:17
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის 28 წლის ჩეჩენმა მებრძოლმა, ხამზატ ჩიმაევმა ქართველი სპორტსმენის, გურამ ქუთათელაძის შესახებ საკუთარ იუთუბ არხის ვლოგში ისაუბრა.

ხამზატ ჩიმაევმა ქართველი მებრძოლის ამჟამინდელი ფიზიკური ფორმა შეაფასა და ის პრობლემები გაიხსენა, რაზეც გურამ ქუთათელაძე არასდროს არავისთან საუბრობს:

"გურამი ახლა მშვენივრად გამოიყურება, ის ძლიერი და სწრაფი მებრძოლია. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ბოლო ჩხუბის წინ, ქუთათელაძეს გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდა. საქმე ისაა, რომ გურამის მამას ჯანმრთელობაზე პრობლემა შეექმნა, რის გამოც ქუთათელაძე გერმანიაში იყო წასული და დროს მამასთან ატარებდა, რასაც მალევე მოჰყვა თავად გურამის ჯანმრთელობის პრობლემაც. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად არის და გურამი კვლავ სპორტზე იქნება ორიენტირებული."

"როდესაც მე ვჩხუბობ, გურამი ყოველთვის ჩემთან ერთადაა, ანალოგიური ხდება საპირისპირო შემთხვევაშიც. ჩვენი ცხოვრების სტილი ასეთია, ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. გარდა ამისა, ჩვენ კონკურენციას ერთმანეთსაც ვუწევთ და მუდმივად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ."
- თქვა ხამზატ ჩიმაევმა გურამ ქუთათელაძეზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.