მესი V მბაპე - სტატისტიკები, გოლები, ასისტები და თამაშები, სადაც ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდა » სპორტის ხაზი

მესი V მბაპე - სტატისტიკები, გოლები, ასისტები და თამაშები, სადაც ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდა

მესი V მბაპე - სტატისტიკები, გოლები, ასისტები და თამაშები, სადაც ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდა
18-12-2022, 15:04
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, საფეხბურთო სამყაროს მთლიანი ყურადღება მსოფლიო ჩემპიონატისკენ არის მიმართული, სადაც ერთამანეთს საფრანგეთი - არგენტინა და მესი - კილიან მბაპე უპირისპირდებიან.

მესისთვის ეს მატჩი არის შანსი, რომ აღმართოს სანატრელი ტიტული და დაამტკიცოს, რომ ის მსოფლიოში საუკეთესოა, კილიანისთვის ეს არის შანსი, გახდეს პელეს შემდეგ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც 23 წლის ასაკში ორი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი მოედნის საპირისპირო მხარეს გვეყოლება, ეს ორი ფეხბურთელი 'პსჟ'-ს რიგებში გვერდიგვერდ ასპარეზობენ, თუმცა იყო თამაშები, სადაც ფეხბურთის ლეგენდა და ამ გზაზე მყოფი ფრანგი ერთმანეთს დაპირისპირებიან.

30 ივნისი, მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალი - არგენტინა V საფრანგეთი : 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ამ ეტაპზე ალბათ ყველას გული წყდება, რადგან არგენტინის ნაკრები და ლეო მესი მუნდიალს ნაადრევად დაემშვიდობნენ. საფრანგეთმა 4-3 იმარჯვა, ამ გამარჯვებაში კი დიდი როლი 18 წლის ბიჭს, კილიან მბაპეს მიუძღოდა, რომელმაც იმ თამაშში ორი გოლის გატანა მოახერხა.

მესი V მბაპე - სტატისტიკები, გოლები, ასისტები და თამაშები, სადაც ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეხვდა

მბაპე იმ შეხვედრაში შეუჩერებელი იყო

იმ შეხვედრაში თერთმეტმეტრიანით ანგარიშის გახსნა ანტუან გრიზმანმა მოახერხა, რომელმაც მბაპეს მიერ მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. გაშვებული ბურთის შემდეგ, არგენტინა გააქტიურდა და მალევე ანხელ დი მარიამ შორეული, ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა. გოლის გატანის შემდეგ, თითქოს 'ალბისტელესეს' მეორე სუნთქვა გაეხსნა და მალევე გაბრიელ მერკადომ სამხრეთ-ამერიკელები წინ გაიყვანა.

რა თქმა უნდა 'მამლები' ამ ანგარიშით ვერ დაკმაყოფილდებოდნენ, ამიტომ ფრანგებმა მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ფეხი მეტოქის ნახევარზე მოიკიდეს. ამ ტოტალურმა შეტევემა კი ნაყოფი გამოღო და შეხვედრის 57-ე წუთზე ბენჟამინ პავარმა ულამაზესი გოლი შემოგვთავაზა, რომელიც შემდეგ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო გოლადაც დასახელდა.


პავარმა არგენტინასთან შედევრი შექმნა

პავარის გოლმა კი ფრანგებს თავდაჯერებულობა მისცა - 64-ე წუთზე კილიან მბაპემ ჯერ ერთი, ხოლო 68-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. არგენტინას შეტევის გარდა სხვა გზა არ დარჩა, ამიტომ გუნდი გააქტიურდა და 93-ე წუთზე აგუერომაც მოახერხა სხვაობის შემცირება, თუმცა მეტი არგენტინამ იმ შეხვედრაში ვერ მოახერხა - ალბისტელესემ წააგო, მესის მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულს კიდევ უფრო დაშორდა.


მბაპე 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

17 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა - 'ბარსელონა' V 'პსჟ' : ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში პსჟ - ს და ბარსელონას გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა. თუმცა, წინა 6-1 შემდეგ, ახლა ფრანგულ კლუბს ლიდერი ჰყავდა - კილიან მბაპე.

'კამპ ნოუზე' თამაში არასდროსაა მარტივი, ამიტომ ბევრი კატალონიელების გამარჯვებას ვარაუდობდა. ესპანურმა გრანდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და 27-ე წუთზე კეილორ ნავასის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მესიმ იდეალურად შეასრულა. ბევრი ალბათ ფიქრობდა, რომ 'ბარსელონა' ამ მუხტს დაიჭერდა, თუმცა კილიან მბაპემ 'ბროწეულისფერებს' 3 გოლი გაუტანა, რასაც შემდეგ, მოიზე კინის გოლიც მოჰყვა.


მბაპემ გუნდი სახლში 3 ბურთიანი უპირატესობით დააბრუნა

11 მარტი, ჩემპიონთა ლიგა - 'პსჟ' v 'ბარსელონა (განმეორებით შეხვედრა) - ბარსელონას გულშემატკივრები 2017 წლის განმეორებას და პარიზული კლუბის 6-1 დამარცხებას ელოდნენ, რისი საბაბიც საწყისს წუთებზე სტუმართა კარგმა თამაშმა მისცა. ბარსელონა უტევდა, თუმცა მაურო იკარდის წინააღმდეგ დარღვეულმა თამაშმა, 'პსჟ' - ს დაწინაურების საშუალება მისცა. ასეც მოხდა, კილიან მბაპემ მოწინააღმდეგეს მეორე თამაშშიც შეუგდო. 'ბარსელონას' შეტევის გარდა სხვა ალტერნატივა აღარ რჩებოდა, ამიტომ გუნდი გააქტიურდა და მესის თავის თავზე აიღო თამაში. მბაპეს გოლიდან შვიდ წუთში ლეო შედევრი შემოგვთავაზა და გულშემატკივრების გულებში იმედის ნაპერწკალი გააჩინა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.


მბაპემ მესი მორიგ ჯერზე დაამარცხა

დღეს, მესი 35 წლისაა, მბაპე 23-ს , მათი გზები კი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იკვეთება, სადაც გამარჯვებული მხოლოდ ერთია.

მესი (საკლუბო) - 853 მატჩი, 701 გოლი და 333 ასისტი. მბაპე (საკლუბო) - 297 მატჩი, 217 გოლი და 109 ასისტი.
მესი (სანაკრებო) - 171 მატჩი, 96 გოლი და 55 ასისტი. მბაპე (სანაკრებო) - 65 მატჩი, 33 გოლი და 23 ასისტი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი