VIDEO: მცველი და მეკარე მოატყუა - ზურიკო დავითაშვილმა პრემიერ ლიგის გუნდს გაუტანა » სპორტის ხაზი

VIDEO: მცველი და მეკარე მოატყუა - ზურიკო დავითაშვილმა პრემიერ ლიგის გუნდს გაუტანა

VIDEO: მცველი და მეკარე მოატყუა - ზურიკო დავითაშვილმა პრემიერ ლიგის გუნდს გაუტანა
10-12-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატით გამოწვეული პაუზის დროს, არაერთი კლუბი ამხანაგურ შეხვედრას მართავს, რათა საკლუბო ფეხბურთის განახლებას მომზადებულები დახვდნენ.

სწორედ ასე, თავისი სატესტო მატჩი ითამაშა ზურიკო დავითაშვილის ბორდომ (შეკრება პორტუგალიაშია), რომელმაც ბრენტფორდს 2:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

ცნობისთვის, ფრანგული კლუბი 17 დეკემბრამდე პორტუგალიაში დარჩება და კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ადგილობრივ ბოავიშტასთან გამართავს. აღნიშნული თამაში 6 დღეში, 16 დეკემბერსაა ჩანიშნული, ზურიკოს კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მიეცემა.

იხილეთ ვიდეო: (geo team)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი