5 ნოემბერს საფრანგეთის "ლიგა 2-ში" ტურნირის მოგების ერთ-ერთი ფავორიტის, კერძოდ კი ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" თამაში გაიმართა, რომელიც "ნიმს" გასვლით შეხვედრაში დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:0 დამარცხდა, თავად ზურიკო კი ფრანგულმა მედიამ გააკრიტიკა.
Ma Ligue 2-მა "ბორდოს" შემტევთა თამაში ხარისხობრივად შეაფასა, მათ შორის ფრანგულმა გამოცემამ ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა და თქვა, რომ დავითაშვილს მარცხენა ფლანგზე თამაში ჩაუვარდა: "მარცხენა ფლანგზე, ეს მატჩი წარუმატებელი იყო ზურიკო დავითაშვილისთვის, რომელიც შესვენებაზე ბორდოს მწვრთნელმა დავიდ გიონმა შეცვალა."
ქართველი ფეხბურთელის საბოლოო სარეიტინგო შეფასება 6.4 აღმოჩნდა. მიუხედავად დავითაშვილის წარუმატებელი თამაშისა, იწერება ისიც, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის "ბორდოსთან" დადებულ კონტრაქტს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.