VIDEO: კრიშტიანუ რონალდუმ მინდორი აცრემლებული დატოვა » სპორტის ხაზი

VIDEO: კრიშტიანუ რონალდუმ მინდორი აცრემლებული დატოვა

VIDEO: კრიშტიანუ რონალდუმ მინდორი აცრემლებული დატოვა
10-12-2022, 21:05
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ნამდვილი საოცრებაა - მაროკოს ნაკრებმა ესპანეთის შემდეგ პორტუგალიაც დაამარცხა და პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც მუნდიალის 1/2 ფინალში გასვლა მოახერხა.

რასაკვირველია, ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდესი ინტრიგა ლიონელ მესის არგენტინისა და კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის გარშემო გიზგიზებდა, თუმცა ამავე ინტრიგის ერთი ნახევარი რამდენიმე წუთის წინ ჩაქრა: კრიშტიანუ რონალდუმ მინდორი აცრემლებულმა დატოვა - იხილეთ ვიდეო.

ალბათ, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ პორტუგალიის ასეთი მრისხანე შემადგენლობა ტურნირს 1/4 ფინალიდან დაემშვიდობებოდა, თანაც მაროკოსთან, თუმცა ვალიდ რეგრაგის გუნდის საპატივსაცემოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ძალიან გამართულ, მწყობრ და სისტემურ ფეხბურთს თამაშობდნენ, მათი სახით კი საჩუქარი 1/2 ფინალში არც ინგლისს და არც საფრანგეთს არ ეყოლება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი