"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნა » სპორტის ხაზი

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნა

"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნა
13-05-2024, 01:14
Aa Aa
გაზიარება:

დღეს სერია ა-ს 37-ე ტურში "ატალანტამ" "რომა" დაამარცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ "იუვენტუსის" მთავარი კონკრურენტი, რომელიც მას შეიძლებოდა ლიგის საგზურისთვის შესცილებოდა, ჩამოშორდა.

ამრიგად, "ინტერთან", "მილანთან" და "ბოლონიასთან" ერთად "ბიანკონერი" მე-4 გუდნია, რომელიც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას წარმოადგენს.

მე-4 გუნდის ვინაობა მალე გახდება ცნობილი, თუმცა, დიდი ალბათობით ეს "ატალანტა" იქნება, რომელსაც ორი შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის. ერთი - მე-5 ადგილზე გასვლით, სადაც ამჟამად ისედაც იმყოფებიან და მეორე, ევროპა ლიგის მოგებით, რომელიც შედარებით უფრო რთულია, რადგან მათი მეტოქე აწ უკვე 50 მატჩ წაუგებელი "ლევერკუზენია".

რაც შეეხება "იუვენტუსს" გასულ წელს ისინი სერია ა-ში ქულების დაკლების გამო კონფერენს ლიგის ზონაში მაინც მოხვდნენ, მაგრამ უეფამ ისინი ფინანსური რეგულაციების დარღვევის გამო ევრო ტურნირებიდან 1 წლით მოკვეთა, წელს კი მათ შეძლეს და ლიგის საგზური მომდევნო სეზონისთვის ოფიციალურად მოიპოვეს.

ასე და ამგვარად, მომავალ სეზონში "იუვენტუსი" 5 თასისთვის იბრძოლებს: სერია ა, იტალიის თასი, იტალიის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ეს ბევრად მეტია იმასთან შედარებით, სადაც წელს ისინი თამაშობდნენ, რადგან ალეგრი მხოლოდ სერია ა-სა და იტალიის თასის ფრონტებზე იბრძოდა.

სერია ა-ში მე-3 ან მე-4 ადგილზე დაასრულებენ ტურინელები ასპარეზობას, ხოლო იტალიის თასზე ისინი ფინალში "ატალანტას" დაეჯიბრებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი