ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
MVP-ის ტიტულის მიღების შემდეგ მამარდაშვილი ადგილობრივ მედიასთან გაჩერდა და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც გიორგიმ თქვა, მას ვალენსიაში დარჩენა დიდი ხნის განმავლობაში სურს, თუმცა სამომავლო ტრანსფერის საკითხი ბოლომდე მასზე არ იქნება დამოკიდებული.
გიორგიმ ბოლოსკენ აღნიშნა, რომ ახლა დარჩენილ თამაშებსა და ქულების მაქსიმალური რაოდენობით აღებაზეა ორიენტირებული.