"ახლა ევრო 2024-ზე ვფიქრობთ, ხინკალი? - ეს ჩემი საყვარელი კერძია" | გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუ » სპორტის ხაზი

"ახლა ევრო 2024-ზე ვფიქრობთ, ხინკალი? - ეს ჩემი საყვარელი კერძია" | გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუ

"ახლა ევრო 2024-ზე ვფიქრობთ, ხინკალი? - ეს ჩემი საყვარელი კერძია" | გიორგი მიქაუტაძის ინტერვიუ
2-03-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში ფანტასტიკურ სეზონს ატარებს, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 12 გოლია, რომლითაც ის ტურნირის თანაბომბარდირი ჟან-ფილიფ კრასოსთან ერთადაა.

აღსანიშნავია, რომ ფრანგულ მედიაში სწორედ გიორგი მიქაუტაძისგან აღებული ინტერვიუ გავრცელდა, რომელშიც ქართველი ფორვარდი საყვარელი კერძის, სანაკრებო და საკლუბო სიახლეების შესახებ საუბრობს:

საყვარელი კერძი

"ჩემი მიზანი სწორი კვებაა, რაშიც ჩემი დიეტოლოგი თავისი შედგენილი რეცეპტებით მეხმარება, თუმცა ხანდახან საკვები საკმაოდ რთულად მოსამზადებელია, ამაში კი დედას ვიხმარ ხოლმე. სხვათაშორის, ის ძალიან კარგი მზარეულია, განსაკუთრებით მისი გაკეთებული ხინკალი მიყვარს, ეს ჩემი საყვარელი კერძია და ზოგადად, ქართული სამზარეულო უგემრიელესია."

საოცნებო საკლუბო ჩემპიონატი

"არ მსურს, რომ მომავალ სეზონში მეცი დავტოვო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლიგა 1-ში დაწინაურების ძალიან კარგი შანსი გვაქვს. რაც შეეხება საოცნებო საკლუბო ჩემპიონატს, ეს ბევრჯერ მითქვამს, - პრემიერ ლიგა."

საქართველოს ნაკრები

"ჩვენ საკმაოდ კარგი და ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ჩვენი ბიჭები ევროპაში თამაშობენ, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში, ზურიკო დავითაშვილი ბორდოში და ასე შემდეგ. ცხადია, ჩვენგან მოლოდინი გაზრდილია და ეს ლოგიკურია. ჩვენი მიზანი ისაა, რომ დიდ საერთაშორისო ტურნირზე გავიდეთ, ასეთი კი უახლოესი ევრო 2024-ია. საკვალიფიკაციო ჯგუფში იოლი მატჩები ნამდვილად არ გველის, რადგან ჩვენი მეტოქეები ესპანეთი და ნორვეგია არიან, თუმცა ვნახოთ, შეუძლებელი არაფერია და წარმატების მისაღწევად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ." - გიორგი მიქაუტაძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი