VIDEO: ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა | თოფურია მიტჩელის პირისპირ » სპორტის ხაზი

VIDEO: ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა | თოფურია მიტჩელის პირისპირ

VIDEO: ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა | თოფურია მიტჩელის პირისპირ
10-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ხვალ, დილის 7 საათზე UFC-ის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს ილია თოფურია და ამერიკელი ბრაის მიტჩელი დაუპირისპირდებიან. იქამდე, სანამ მებრძოლები საქმეში უშუალოდ რინგზე ჩაერთვებიან, მანამდე მათ "პირისპირ დგომის" პროცედურა შეასრულეს - იხილეთ ვიდეო.

ბრაის მიტჩელთან შეხვედრა ილია თოფურიასთვის კარიერაში მე-13, ხოლო UFC-ში კი სულ რაღაც მე-5 იქნება. საგულისხმოა, რომ ქართველმა მებრძოლმა, იგივე "მატადორმა" ბოლო სამ დაპირისპირებაში სამივე მეტოქე ნოკაუტში ჩააგდო.

აქვე ვიტყვით იმასაც, რომ ილიას შეკამათება და სიტყვიერი დაპირისპირება (მანამდე კი ფიზიკური) კიდევ ერთ მებრძოლთან, ამჯერად ბრიტანელ პედი პიმბლეტთან მოუვიდა, რომელთანაც ილიას დიდი ხანია, რაც დაძაბული ურთიერთობა აქვს. ამდენად, ჯერ მიტჩელი, შემდეგ კი დიდი შანსია, რომ თოფურიამ მომდევნო ორთაბრძოლა პედისთან გამართოს და ზედმეტი ლაპარაკისთვის პიმბლეტს კუთვნილი ადგილი მიუჩინოს.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი