"მის გადმოსაბირებლად დიდი მუშაობა გავწიეთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი » სპორტის ხაზი

"მის გადმოსაბირებლად დიდი მუშაობა გავწიეთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი

"მის გადმოსაბირებლად დიდი მუშაობა გავწიეთ" - "ნაპოლის" სპორტული დირექტორის კომენტარი
27-05-2025, 00:49
Aa Aa
გაზიარება:

იტალიური გრანდი "ნაპოლი" კევინ დე ბრუინის ტრანსფერს ძალიან ახლოსაა – ინფორმაცია კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერზე მუშაობა რამდენიმე თვეა გრძელდება და მხარეები საბოლოო შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ დაადასტურა: "კევინის ტრანსფერზე თვეების განმავლობაში ვმუშაობდით და ახლა დასასრულს ვუახლოვდებით" – ამბობს მანა.

33 წლის დე ბრუინს "სიტისთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება, შესაბამისად, ის თავისუფალი ხდება.

„ნაპოლი“ მას სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს და ხელმოწერის ბონუსად დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

დე ბრუინის წლიური ხელფასი იტალიაში, გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 6 მილიონი ევრო იქნება – რაც სერია A-ს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედ აქცევს.

დე ბრუინმა "მანჩესტერ სიტიში" 2015 წლიდან 6-ჯერ მოიგო პრემიერლიგა. 2023 წელს კი მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი.

ბელგიელი მიიჩნევა საუკეთესო პლეიმეიკერებს შორის, რომლებიც ბოლო ათწლეულში ევროპულ ფეხბურთში ასპარეზობდნენ.

ტრანსფერის დასრულების შემთხვევაში, დე ბრუინის გადაბირება იქნება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შეთანხმება და მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენტუნარიანობისთვის სერიოზულად ემზადება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი