როგორც გახსოვთ, გასული სეზონის ტრიუმფის შემდეგ ნაპოლი სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ დატოვა, რომელიც დე ლაურენტისმა მაურო მელუზოთი ჩაანაცვლა.
დღევანდელი გადმოსახედიდან თუ ვიტყვით, მელუზოს მოყვანამ აშკარად არ გაამართლა, რადგან ყველა გაკეთებული ტრანსფერი უშედეგო აღმოჩნდა.
იტალიური მედიის ცნობით, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა უნდა გახდეს.
მანა 35 წლის მენეჯერი გახლავთ, რომელიც ამ ეტაპზე ტურინის იუვენტუსში მუშაობს, სადაც ის 2019 წლიდანაა დასაქმებული. გარდა ამისა, ჯოვანი მანა 23-წლამდე გუნდსაც ხელმძღვანელობდა.